სუპერსოლიდურად! - გორგოძემ მხოლოდ 3 გეიმი დათმო და 1/2 ფინალშია
Aa
Aa

სუპერსოლიდურად! - გორგოძემ მხოლოდ 3 გეიმი დათმო და 1/2 ფინალშია

ეკო გორგოძე პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში მიმდინარე ITF-ის 60 000-იან ტურნირზე წარმატებულ სვლას აგრძელებს და 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბერძენ დესპინა პაპამიხაილს ყველა სათამაშო ასპექტში აჯობა და იოლად 6:3; 6:0 დაამარცხა. თამაში 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

ეკოს ეისი არ ჰქონია, ორმაგი შეცდომა კი 3-ჯერ დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 41-დან 26 (66%), ხოლო მეორეზე 9-დან 4 (44%) ქულა მოიგო. 6 ბრეიკი შეასრულა, თავად კი მოწოდება ერთხელ დათმო. მატჩში გათამაშებული 96 ქულიდან 60 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მე-3 ნომრად განთესილი გორგოძე გროჯისკ მაზოვიეცკის ტურნირის 1/2 ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა - პირველ ეტაპზე ირინა ფეტეკაუს 6:2; 6:2 მოუგო, 1/8 ფინალში კი დანიელა ვაისმანი 6:2; 7:6 დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ტესა ანდრიანჯაფიტრიმო (226-ე) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები