ტოკიო 2020 - მადიევი მეოთხედფინალში დამარცხდა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - მადიევი მეოთხედფინალში დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში დამარცხდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივემ მსაჯების გადაწყვეტილებით რუს ანდრეი ზამკავოისთან წააგო.

გამარჯვების შემთხვევაში მადიევი საქართველოს დელეგაციას მეხუთე მედალს მოუტანდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სამმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. მადიევის გარდა ტოკიოში სახილ ალახვედროვმა და ხარაბაძემ იასპარეზეს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. 

გამოსარჩევია,რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი,რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები