დასანანი მარცხი - თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

დასანანი მარცხი - თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო.

თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა და მერვედფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს მოუგო.

მეოთხედფინალში გურამმა ბრაზილიელი რაფაელს სილვას ბარიერი გადალახა.

ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმa ტედი რინერის მძლეველი რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. გურამ თუშიშვილამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი,რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები