მატჩის წინ - ბარსელონა VS პსჟ
Aa
Aa

მატჩის წინ - ბარსელონა VS პსჟ

„ბარსელონა“ ზედიზედ 9 სეზონია „ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალში გასვლას ახერხებს. თუმცა ამ ტენდენციის გაგრძელება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გუნდების ახალი ამბები

* „ბარსამ“ გასულ უქმეებზე „სელტა“ 5:0 გაანადგურა. გოლები, მესიმ (2), ნეიმარმა, რაკიტიჩმა და უმტიტიმ გაიტანეს.

* მასპინძლებს დღევანდელ მატჩში ალეიშ ვიდალი და მატიე დააკლდებათ.

* „პსჟ“-მ, ლიგა 1-ში, „ნანსის“, კავანის პენალტიდან გატანილი გოლით, 1:0 მოუგო.

* სტუმართა შორის შესაძლოა ტიაგო მოტამ და ანხელ დი მარიამ ვერ ითამაშონ.

მწვრთნელების კომენტარები

ლუის ენრიკე: „დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის განმავლობაში იქნება მომენტი, როცა ჩვენ შემდეგ ეტაპთან ახლოს ვიქნებით. თუ მათ შეძლეს და 4 გოლი გაგვიტანეს, ჩვენ შეგვიძლია 6 გავუტანოთ.

პირველი მატჩის შედეგი ძალიან მკაფიო იყო, თუმცა ეს ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და დამთავრებული ჯერ არაფერია.

95 წუთში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდება“.

უნაი ემერი: „მე ისევე დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის ძალებში, როგორც პირველი თამაშის წინ. ამასთანავე „ბარსას“ მიმართაც ისეთივე პატივისცემა მაქვს. ჩვენი ერთადერთი ამოცანა ისეთივე ფეხბურთის თამაშია, როგორიც 2 კვირის წინ ვითამაშეთ და ანგარიშს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ - დაცვისათვის, შეტევისათვის, გუნდური თამაშისათვის, გავუმკლავდეთ მათ დომინირებას მოედანზე და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმნათ.

ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ორთაბრძოლის მოგება და კოლექტიური თამაშისასაც ძლიერები უნდა ვიყოთ.

რა თქმა უნდა, აქ სხვა სიტუაცია და ჩვენზე მეტი წნეხი იქნება. „ბარსელონას“ გვერდით თავისი ფანები ეყოლება. ჩვენ კი საკუთარი ფილოსოფია უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, მასკერანო, უმტიტი - ბუსკეტსი, რაკიტიჩი - ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი.

პსჟ: ტრაპი - მუნიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - მატუიდი, რაბიო, ვერატი - დი მარია, ლუკას მოურა, კავანი.

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები