უკრაინაში საომრად უხმეს
უკრაინაში საომრად უხმეს
კვარას საზღვარი არ აქვს
კვარას საზღვარი არ აქვს
მესი ბარსაში?
მესი ბარსაში?
მორიგი მარცხი
მორიგი მარცხი
პარკაძე საუკეთესოთა შორის
პარკაძე საუკეთესოთა შორის
Championat.com-ი კვარაზე
Championat.com-ი კვარაზე
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
ისტორიები სუპერგმირებზე
ისტორიები სუპერგმირებზე
გამარჯვება გიბრალტართან
გამარჯვება გიბრალტართან
L'EQUIPE საქართველოზე
L'EQUIPE საქართველოზე
„ვალენსიას და საქართველოს გმირი“
„ვალენსიას და საქართველოს გმირი“
იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
IJF-მა ქართველებზე დაწერა
IJF-მა ქართველებზე დაწერა
ხვიჩა ნიცაში?
ხვიჩა ნიცაში?
მამარდა ტურის სიმბოლურში
მამარდა ტურის სიმბოლურში
ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაასრულა
ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაასრულა
ტადიჩის უარი LGBT სამკლაურს
ტადიჩის უარი LGBT სამკლაურს
შედგება დიდი დაბრუნება?
შედგება დიდი დაბრუნება?
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
„კომენტატორებს მისი გვარის გამოთქმა გაუჭირდებათ“ - მილუოკის ქომაგები მამუკელაშვილზე
Aa Aa
30 ივლისი 2021  |  11:15

„კომენტატორებს მისი გვარის გამოთქმა გაუჭირდებათ“ - მილუოკის ქომაგები მამუკელაშვილზე

ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს NBA-ში ვიხილავთ. „მამუ“ მომდევნო სეზონში „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას დაიცავს, რომელმაც იგი 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. ვისკონსინელებმა 31-ე პიკი „ინდიანა პეისერსს“ 54-ე და მე-60 პიკში გაუცვალეს და მეორე რაუნდში მათი რჩეული მამუკელაშვილი გახდა.

„მილუოკის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ბაქსის“ ქომაგები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. მათი უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და ქართველ კალათბურთელს აქებს, ნაწილი კი ყურადღებას მის გვარზე ამახვილებს და ხუმრობს, რომ მომდევნო სეზონში კომენტატორებს „მილუოკის“ კალათბურთელებს გვარების წარმოთქმა ძალიან გაუჭირდებათ.

„როგორც ჩანს, 54-ე ნომრად მოძრავი კევინ ლავი ავიყვანეთ, რომელიც კარიერის პიკშია. ეს ძალიან მომწონს“.

„სანდრო მამუკელაშვილი მომდევნო იოკიჩია“.

„ახლავე სანდრო მამუკელაშვილის მაისური მომეცით“.

„ბაქსს უყვარს დრაფტზე ის კალათბურთელები აირჩიოს, რომელთა გვარებიც რთულად გამოსათქმელია“.

„მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა უნდა სვამდეს, არის ის თუ რატომ ვირჩევთ კალათბურთელებს, რომლებსაც გიჟური გვარები აქვთ“.

„სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავი ბიჭია“.

„სანდრო ბრუკ ლოპესის შემცვლელი იქნება, როცა ეს უკანასკნელი გუნდს დატოვებს“.

„სანდრო მამუკელაშვილი აჩვენებს, რომ მისი სტილი რაღაც მხრივ ლამარ ოდომის სტილს ჰგავს“.

„მამუკელაშვილს მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს, ბურთს კარგად ატარებს და პასების დარიგება შეუძლია. იგი პატარა იოკიჩია“.

„დაახლოებით ხუთი ვიდეო ვნახე მამუკელაშვილის მონაწილეობით. ეს საკმარისზე მეტი იყო, რათა ირაციონალურად აღვფრთოვანებულიყავი“.

„სანდრო მამუკელაშვილი მომდევნო იოკიჩია“.

„მოუთმენლად ველი, როდის დაიწყებენ კომენტარები ასეთ რუტინას: „ღმერთო ჩემო, როგორ გამოითქმის მამუკელაშვილის გვარი“.

„სანდრო მამუკელაშვილი ე.წ სთილია“.

„მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ შარშან, სეტონ ჰოლში, მამუკელაშვილს სოლიდური სეზონი ჰქონდა. ის უნივერსალია და საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილებასთან პრობლემა არ მაქვს“.

„ბაქსმა მამუკელაშვილი და კალაიცაკისი აიყვანა, რათა კომენტატორები უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდოს. მათ 2 ანტეტოკოუნმპო დაუმატეთ“.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო