''მესამე გოლის შემდეგ გუნდი ''დაიშალა'' - ცხადაძემ მძიმე მარცხი შეაფასა
Aa
Aa

''მესამე გოლის შემდეგ გუნდი ''დაიშალა'' - ცხადაძემ მძიმე მარცხი შეაფასა

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას ''მაქაბიმ'' შინ თბილისის ''დინამო'' 5:1 გაანადგურა. თბილისური შეხვედრა ''დინამომ'' 1:2 დათმო. ასე რომ, ორი მატჩის ჯამში ებრაულმა კლუბმა 7:2 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 

კახა ცხადაძე: ''არ ვიცი რა ვთქვა და თამაში როგორ შევაფასო. საქართველოში მყოფ კლუბის ქომაგებს ბოდიშს ვუხდი.

პირველ ტაიმში გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო გოლები გავუშვით. ყველამ ნახა, რაც მეორე ტაიმში მოხდა.

ჩემი გუნდი ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა.

ახლა ყველაფრის ანალიზის გაკეთება რთულია. პასუხისმგებლობას მე ვიღებ, თუმცა ფაქტია, რომ გუნდი ''დაიშალა''. ახლა ემოციები უფრო ბევრია. ფაქტია, მესამე გოლის შემდეგ ''დავიშალეთ''.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' ბაქოს ''ნეფთჩისთან'' ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, თუმცა ებრაულ კლუბთან ორი მატჩის ჯამში 2:7 განადგურდა.

თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები