ბექაური ლიპარტელიანს:
Aa
Aa

ბექაური ლიპარტელიანს: "ლიპო მადლობა ყველაფრისთვის"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი რუს ნიაზ ილიასოვთან ვაზარით დამარცხდა.

32 წლის ლიპარტელიანის ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ამ ფაქტს ერთ-ერთი პირველი ლაშა ბექაური გამოეხმაურა:

„ლიპო მადლობა ყველაფრისთვის. შენ ხარ ქართული ძიუდოს დიდი ლეგენდა, რომლის სახელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ იარსებებს. მადლობა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ ჩემპიონო, შენ მრავალჯერ გაახარე ჩვენი გულები“. - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბექაური.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა 28 ივლისს ქართულ დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები