მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ჩემი ოცნებაა პსჟ-ში ლიგა მოვიგო და მუნდიალი მეორედ"

მბაპემ და ნეიმარმა ერთმანეთისგან ინტერვიუები აიღეს და საინტერესო კითხვა-პასუხიც ჰქონდათ.

მბაპე: „მე ჟურნალისტის როლში ძალიან კარგი არ ვარ. რას ვკითხავ ნეიმარს? რაზე ოცნებობს ყველაზე მეტად ამდენი მიღწევის შემდეგ?“

ნეიმარი: „ჩემი მთავარი ოცნება პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. და შენ კილიან? ოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე?“

მბაპე: „და რატომ არა მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგება?“ (სიცილით პასუხობს მბაპე)

ნეიმარი: „არა, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს მე მოვიგებ. იგივე კითხვა მაქვს შენთვის. რაზე ოცნებობ მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოიგე?“

მბაპე: „ჩემი მთავარი ოცნება პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ფანტასტიკური იქნებოდა. მაგრამ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატიც კარგი იქნებოდა“.

აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ მაისში არის ჩაწერილი, თუმცა მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება და ფეხბურთელი გახანგრძლივებას არ აპირებს. „რეალი“ სიტუაციას აქტიურად აკვირდება და კილიანის გასაფორმებლად ფინანსურ მობილიზებას ფეხბურთელთა გაყიდვით ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები