სამწუხარო მარცხი - ლიპარტელიანი ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

სამწუხარო მარცხი - ლიპარტელიანი ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი რუს ნიაზ ილიასოვთან ვაზარით დამარცხდა.

ლიპარტელიანი ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთო და ეგვიპტელ რამადან დარვიშს აჯობა.

მეოთხედფინალში ნაკრების კაპატინმა კანადელ შადი ელნაჰას მოუგო.

ნახევარფინალი კი სამწუხაროდ იაპონელ აარონ ვულფთან წააგო.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი,რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები