„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
Aa
Aa

„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი" - ცხადაძე მაკაბისთან განმეორებით მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე „მაკაბია" (ისრაელი).

გუნდების პირველი მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც „დინამო" თბილისი ანგარიშით - 1-2 დამარცხდა.

„მაკაბისა" და „დინამო" თბილისის განმეორებითი შეხვედრა სტუმრად შედგება, სადაც უკვე ყველაფერი გაირკვევა. 

კახა ცხადაძე - „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი

განმეორებითი შეხვედრის წინ მეტოქე კომფორტულ სიტუაციაში იმყოფება, ჩვენ კი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ: ვეცადოთ ინდივიდუალურად ნაკლები შეცდომა დავუშვათ, დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ და ის შანსები, რომელსაც შევქმნით, გამოვიყენოთ. ვთვლი, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩვენს გუნდს შანსი აქვს, საკუთარი საუკეთესო მხარე აჩვენოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს.

პირველ მატჩში, დინამო არენაზე, პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და ამას რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ მეორე ნახევარმა გვაჩვენა, რომ შეგვიძლია მეტოქეს აგრესიული ფეხბურთი შევთავაზოთ, თვითდაჯერებულები ვიყოთ. შესაბამისად, თბილისში გამართული პირველი ნახევარი უნდა დავივიწყოთ და ვეცადოთ ისე განვაგრძოთ, როგორც ეს მაშინ,  მეორე ტაიმში იყო. ვაპირებთ, რომ მეტოქეს შემტევი ფეხბურთი შევთავაზოთ.

ვიცით, რომ ხვალინდელ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაყურებელი სტადიონზე ძალიან სასიახარულოა. ფეხბურთელისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ფეხბურთი გულშემატკივრის თამაშია, მათ სიამოვნება უნდა მივანიჭოთ.

ეს შეხვედრა,  წინა მატჩის მსგავსად,  საინტერესო იქნება, სადაც ძლიერი გაიმარჯვებს".

განმეორებითი შეხვედრა

გუნდების განმეორებითი მატჩი 29 ივლისს, სტუმრად შედგება. ისრაელში გასამართი საპასუხო შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 21:00 საათიდან აიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი მატჩის ჯამში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „მაკაბის" ბარიერს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მეტოქეობას ფარერების „ტოშვანისა" და მონტენეგროს „ბუდუჩნოსტის" წყვილში გამარჯვებულს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები