Aa
Aa

"ფერდინანდს მაგონებს" - ევრა რაფაელ ვარანზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მარცხენა მცველი პატრის ევრა ფიქრობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა ვარანის ტრანსფერით უნაკლო ცენტრალური დაცვა მიიღო და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„რაფაელ ვარანი ტოპ ტოპ ტრანსფერია. მე ის რიო ფერდინანდს მაგონებს“ - თქვა ევრამ

ვრცლად ევრას კომენტარი

„ვარანი რიო ფერდინანდს მაგონებს. ფრანგი სრულყოფილია ბურთთან ერთად. სრულყოფილია მეორე სართულზე ბრძოლაში. „მანჩესტერმა“ იდეალური შევსება მიიღო.

კარგად მახსოვს ჩემი პირველი მატჩი ვარანთან ერთად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის იყო ძალიან ახალგაზრდა, სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი.

რაფაელი ბურთთან ერთად ყოველთვის მშვიდია. მას გოლის გატანაც კარგად გამოსდის. ვიმეორებ, ვარანი „მანჩესტერისთვის“ საუკეთესო შენაძენია.“

პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედში“

ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი წითელ ეშმაკებს „მონაკოდან“ 2005 წლის ზაფხულში შეუერთდა. ევრა „იუნაიტედში“ 2014 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ინგლისური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 379-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები