არსენალის მორიგი ნაბიჯი - თანხა და ბელერინი ლაუტაროსთვის
Aa
Aa

არსენალის მორიგი ნაბიჯი - თანხა და ბელერინი ლაუტაროსთვის

ლონდონის „არსენალის“ „ინტერს“ ლაუტარო მარტინესის თაობაზე დაუკავშირდა. ინფორმაცია ტელეგრაფმა გაავრცელა, თუმცა, როგორც ვიგებთ არგენტინელი თავდამსხმელი კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მეთოფეებისთვის“ ლაუტარო მთავარი სამიზნეა.

ლონდონელებს იმის იმედი აქვთ, რომ „ნერაძურის“ ფინანსური პრობლემები აქვს. იტალიურმა გუნდმა ერთ-ერთი ვარსკვლავი აკრაფ ჰაკიმი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟ-ში გაუშვა. „არსენალში“ იმედოვნებენ, რომ „ინტერის“ ფინანსური პრობლემები ამით არ დასრულდა და არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვაზე დაფიქრდებიან.

ამ ინფორმაციის პარალელურად, ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიტ ო’რურკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ლონდონური კლუბი „ინტერს“ ლაუტაროს სანაცვლოდ თანხასთან ერთად ჰექტორ ბელერინსაც შესთავაზებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ნერაძურის“ ესპანელი მარჯვენა მცველის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ლაუტარო „ინტერში“

23 წლის არგენტინელი „ნერაძურის“ 2018 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. დღემდე მარტინესმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები