„შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და მეტოქისგანაც იგივეს ველით
Aa
Aa

„შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და მეტოქისგანაც იგივეს ველით" - ბატეს მწვრთნელი ბათუმზე

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ბატესა" და „დინამო" ბათუმს შორის სტუმრად, ბელარუსში, 29 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათიდან შედგება.

მომავალი შეხვედრის შესახებ „ბატეს" მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ ისაუბრა.

ვიტალი ჟუკოვსკი - „დინამო" ბათუმთან მატჩზე 

„შანსებზე აქცენტის დასმა არ მსურს, უბრალოდ ვიტყვი, რომ გულშემატკივრის წინ თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რამაა, მათგან მხარდაჭერას ველით.

გუნდში ყველა კონცენტრირებულია და გამარჯვება სურს. ეს არ არის ჩემპიონთა ლიგა ან ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგაა, თუმცა ევროტურნირების მნიშვნელობას ვიაზრებთ და ვიცით, რომ ღირსეულად გამოსვლისთვის გაძლიერებაა საჭირო, რადგან ჩვენი გუნდის სახელი ქვეყნის იმიჯთან პირდაპირაა კავშირში.

პირველ შეხვედრაში მეტოქე ვნახეთ და უკვე ვიცით, როგორი გუნდია. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ შევუტიოთ და დინამო ბათუმისგანაც ამას ველით".

ბატე v დინამო ბათუმის მატჩის შვეიცარიელი არბიტრი როკჯგუფის წევრია

მატჩის მთავარი არბიტრი 35 წლის ურს შნეიდერი იქნება, რომელსაც ასისტენოტობას იან კებელი და სიურიხ ბენიამინი გაუწევენ, მეოთხე არბიტრის ფუნქციას კი ლუკა ციბელი შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ბათმში გამართული შეხვედრა დინამო ბათუმსა და ბატეს შორის, ბელარუსული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-1 დასრულდა. მეტოქემ ლაზარე კუპატაძის კარის აღება შეხვედრის ბოლოს, 83-ე წუთზე შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები