დავიდ ალაბას კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

დავიდ ალაბას კორონავირუსი დაუდგინდა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, დავიდ ალაბას კორონავირუსი დაუდგინდა. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ავსტრიელ მცველს Covid-19 დაუდასტურდა.

„სამეფო კლუბს სურს გაცნობოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელის დავიდ ალაბას კორონავირუსის ტესტის პასუხი დადებითი გახლდათ“, - წერია „რეალის“ განცხადებაში.

Marca-ს ინფორმაციით, ალაბას პირველმა ტესტმა გაურკვეველი პასუხი აჩვენა და ავსტრიელს განმეორებითი PCR ტესტი ჩაუტარდა. იგი ლა ლიგის პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს და თვითიზოლაციაში გადავა. ალაბა მადრიდში სახლს ეძებდა და გამომდინარე იქიდან, რომ ვერ სასურველი ადგილი ვერ იპოვა, კარანტინის სასტუმროში გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო ტურნეს დაწყების შემდეგ, ალაბა „რეალის“ მეორე ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. რამდენიმე დღის წინ, Covid-19 კარიმ ბენზემას დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები