მატჩის წინ - ნაპოლი VS რეალი
Aa
Aa

მატჩის წინ - ნაპოლი VS რეალი

„ნაპოლი“ ამ ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულა. მასპინძელთა შანსები სადღეისოდაც მცირეა, თუმცა ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

რაც შეეხება „რეალს“, მას „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალში უკვე 6 წელია არ წაუგია.

გუნდების ახალი ამბები

* „ნაპოლიმ“ გასულ უქმეებზე, სერია ა-ში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. მან „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომა“ 1:2 დაამარცხა. ორივე გოლი დრის მერტენსმა შეაგდო.

* იტალიელებს შესაძლოა თავიანთი საყრდენი, ალანი დააკლდეთ. მცირე პრობლემა აქვს დრის მერტენსსაც, თუმცა ის სავარაუდო შემადგენლობაში მოიაზრება.

* „რეალმა“ შაბათს ჩემპიონატის მატჩში სტუმრად „ეიბარს“ 4:1 მოუგო. მადრიდელთაგან გოლები ბენზემამ (2), ხამესმა და ასენსიომ გაიტანეს.

* ზიდანის გუნდს რაფაელ ვარანი და ფაბიო კოენტრაო ვერ დაეხმარება.

მწვრთნელების კომენტარები

მაურისიო სარი: „ჩვენი მეტოქე წნეხის ქვეშაა, რადგან ის მსოფლიოს უმდიდრესი და ამასთანავე საუკეთესო კლუბია და შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეს. სამაგიეროდ, ჩვენ ფანები გვყავს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ამას დღეს ყველა ნახავს.

არ ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები „რეალს“ პრობლემებს შეუქმნიან. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ჩემს ფეხბურთელებს თავიანთი ჟინი და მოტივაცია გადასცენ. დიდი იმედი მაქვს ასეც იქნება“.

ზინედინ ზიდანი: „ამ ტურნირის თითოეული მატჩი ძალიან რთულია. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ძალიან იშვიათად აგებს და განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. როცა ფეხბურთელი ვიყავი, კარგად მახსოვს მატჩები, რომლებიც ამ სტადიონზე ვითამაშე და ის საოცარი ატმოსფერო არასდროს დამავიწყდება. გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, თავისიანების მოტივირებას ცდილობენ, თუმცა ამასთანავე ისინი მეტოქისთვისაც უდიდესი მოტივატორები არიან.

„ნაპოლი“ თამაშს ძლიერად დაიწყებს, რადგან მას გოლის გატანა სჭირდება. არ ვფიქრობ, რომ გასულ შაბათს მოგებული რთული თამაშის შემდეგ, ჩვენი მეტოქე დაღლილია. როცა გასვლაზე ასეთ რთულ მატჩს იგებ, არათუ არ იღლები, არამედ უფრო ძლიერი ხდები.

დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული თამაში ვგელის, თუმცა ჩვენ ამ გამოცდისთვის მზად ვართ“.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი: რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დიავარა, ზელინსკი - ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე - მერტენსი.

რეალი: ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ბეილი - რონალდუ, ბენზემა.

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები