აშშ-ის ნაკრების პირველი გამარჯვება - პოპოვიჩის გუნდმა ირანი გაანადგურა
Aa
Aa

აშშ-ის ნაკრების პირველი გამარჯვება - პოპოვიჩის გუნდმა ირანი გაანადგურა

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ირანს დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ გაანადგურა. ამერიკელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ, 54 ქულით, 120-66 იმარჯვეს.

აშშ-ს 21 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა, რომელმაც 7 სამქულიანი ჩააგდო. დევინ ბუკერმა აქტივში 16 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. კევინ დურანტს 10 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ჯეისონ ტეიტუმი და ზაკ ლავინი კი 14 და 13 ქულით გამოირჩნენ.

ირანის რიგებში ჰადადისა და ჯამშიდიჯაფარაბადის 14-14 ქულა ჰქონდათ. რეზაეიფარი 13 ქულით გამოირჩა და აღნიშნული სამეულის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაკრებს 1 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას ჩეხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 31 ივლისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები