ტოკიო 2020 - შერაზადიშვილი ტატამზე წამიერად გაითიშა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - შერაზადიშვილი ტატამზე წამიერად გაითიშა

ტოკიოში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა.

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა შეხვედრა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრთან მიხაილ იგოლნიკოვთან დათმო.

დაპირისპირების ბოლო წამებზე რუსმა ნიკოლოზი შებოჭა, რა დროსაც ქართველი ძიუდოისტი გაითიშა.

მეოთხედფინალამდე შერაზადიშვილმა ორ მეტოქეს მონღოლ ალტაბაგანა განტულგასა და შვედ მარკუს ნიამანს აჯობა.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რეპეშაჟში უზბეკ ბობონოვს შეხვება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები