კონფერენს ლიგა - ბატე v დინამო ბათუმის მატჩს შვეიცარიელი არბიტრები განსჯიან
Aa
Aa

კონფერენს ლიგა - ბატე v დინამო ბათუმის მატჩს შვეიცარიელი არბიტრები განსჯიან

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ბატესა" და „დინამო" ბათუმს შორის სტუმრად, ბელარუსში, 29 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათიდან შედგება.

UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე შვეიცარიის წარმომადგენელი არბიტრები იმუშავებენ. 

მატჩის მთავარი არბიტრი 35 წლის ურს შნეიდერი იქნება, რომელსაც ასისტენოტობას იან კებელი და სიურიხ ბენიამინი გაუწევენ, მეოთხე არბიტრის ფუნქციას კი ლუკა ციბელი შეითავსებს.

გერმანული სამენეჯერო-სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ურს შნეიდერს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავია,  ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებში.

მან ასევე განსაჯა კონფერენს ლიგის მატჩი სერბულ „ჩუკარიჩკსა" და აზერბაიჯანულ „სუმგაიტს" შორის, რომელიც ბელგრადის ბანოვომ ბრდუს სტადიონზე, 21 ივლისს შედგა და ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0). შვეიცარიელმა არბიტრმა აღნიშნულ შეხვედრაში 4 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ბათმში გამართული შეხვედრა „დინამო" ბათუმსა და „ბატეს" შორის, ბელარუსული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-1 დასრულდა. მეტოქემ ლაზარე კუპატაძის კარის აღება შეხვედრის ბოლოს, 83-ე წუთზე შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები