Aa
Aa

"ჩამოვა და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს" - ანიელი კიელინიზე

ჯორჯო კიელინისთვის ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. ვეტერანი მცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია, თუმცა ალეგრის და ანიელის განცხადებით ორი აზრი არ არის, რომ ყველაფერი სულ მალე მოგვარდება და ჯორჯოს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

37 წლის მცველი, ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. ეს კი ევრო 2020-ზეც დამტკიცდა. კიელინიმ ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ფინალში ინგლისის წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

მიუხედავად ამისა, იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი 30 ივნისს ამიწურა და კიელინის აგენტის განცხადებით მათ ახალი შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

„კიელინის ორშაბათს ვესაუბრე. მას სასაცილოდ მოეჩვენა შვებულების შეწყვეტის შესახებ თხოვნა, რადგან ის ბოლო 2 წელი შეუსვენებლად თამაშობს. ის ჩამოვა და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.“ - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ

გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯოს მომავალი სეზონის იდეალურად ჩატარება სურს, რათა იტალიის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავროს.

კიელინი „იუვენტუსში“

ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსში" 2005 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცდილმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა 535 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები