კორონავირუსის რთული ფორმა - რონალდუს და საავადმყოფოში გადაიყვანეს!
Aa
Aa

კორონავირუსის რთული ფორმა - რონალდუს და საავადმყოფოში გადაიყვანეს!

კრიშტიანუ რონალდუს დას, კატია ავეიროს კორონავირუსი რთულ ფორმებში აქვს. სუპერვარსკვლავის ოჯახის წევრს კოვიდ ინფექცია 17 ივლისს დაემართა. თავდაპირველად მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კატიას პნევმონია დაეწყო და ყველაფერი გართულდა. ახლა კი  ის საავადმყოფოში წევს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დამცინავი კომენტარები დაიწერა. 2020 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც თავად კრიშტიანუს დაუდგინდა Covid-19, მისმა დამ ის ხალხი გააკრიტიკა, რომლებსაც კორონავირუსის სჯეროდათ და ამას სერიოზულად აღიქვამდნენ.

რა თქვა კატია ავეირომ გასულ წელს?

„მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა დაიჯერა, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს და პანდემია საჭიროა. იმედი მაქვს ყველა ასეთი ადამიანი ჩემსავით შეხედავს ყველაფერს და გაიაზრებს, რომ საქმე ყველა დროის ყველაზე დიდ თაღლითობასთან გვაქვს. საკმარისია ყველას შეცდენა, გთხოვთ თვალები გაახილეთ!“

ახლა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ კატია ავეიროს კორონავირუსი რთული ფორმით აქვს და საავადმყოფოში სპეციალურ მკურნალობას გადის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები