„მოსაგებად ვემზადები
Aa
Aa

„მოსაგებად ვემზადები" - მადიევი რუს მეტოქესთან გამარჯვებას გეგმავს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივე, ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა. 69-კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.

მადიევი მომდევნო ეტაპზე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრს, ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 30 ივლისს, თბილისის დროით 13:50 საათიდანაა ჩანიშნული.

ესკერხან მადიევი

ორი ბრძოლა უკვე ჩავატარე, საკმაოდ რთული მეტოქეები მყავდა, თუმცა შევძელი და გავიმარჯვე. შემდეგი შეხვედრის მოსაგებადაც ვემზადები, რომელსაც 30 ივლისს გავმართავ.

დიდი მადლობა ყველას. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს წარმატებას ვუსურვებ".

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია, რომელიც ძიუდოისტებმა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზეა დაგეგმილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასპარეზობები  ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ფოტო: საქართველოს ბანკი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები