მილანს ბრანდტი სურს - სანაცვლოდ ლეაოს თმობს
Aa
Aa

მილანს ბრანდტი სურს - სანაცვლოდ ლეაოს თმობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანი“ „დორტმუნდისთვის“ ახალ შეთავაზებას აპირებს. „როსონერის“ იულიან ბრანდტი სურს და სანაცვლოდ გერმანულ კლუბს რაფაელ ლეაოს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ბრანდტით რომის „ლაციოც“ ინტერესდება.

ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ევროს უტოლდება და აქედან გამომდინარე თავისუფლად არის შესაძლებელი პირდაპირი გაცვლა მოხდეს და თანხის დამატება საჭირო არ გახდეს.

გერმანელი შემტევით ასევე „ვულვერჰემპტონი“ ინტერესდება და „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინგლისურის კლუბის შემთხვევაში საქმე პირდაპირ ტრანსფერთან გვაქვს და არანაირი გაცვლა არ იგეგმება.

თავისმხრივ, „მილანის“ უპირველესი არჩევანი ცსკა-ს შემტევი ნიკოლა ვლაშიჩი იყო, თუმცა იტალიელებს ხორვატი ფეხბურთელი იჯარის წესით სურდათ. რუსებმა კი ამაზე უარი განაცხადეს. აქედან გამომდინარე, „როსონერი“ ბრანდტზე გადაერთო.

ბრანდტი „დორტმუნდში“

25 წლის ფეხბურთელი „ბორუსიას“ 2019 წელს ლევერკუზნიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრანდტმა „დორტმუნდში“ ვერ გაამართლა. მის ადგილს ხშირ შემთხვევაში ტორგან აზარი იკავებს.

2019 წლიდან დღემდე იულიანმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 87-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები