მოლაპარაკება მიმდინარეობს - კუნდე ჩელსის უახლოვდება
Aa
Aa

მოლაპარაკება მიმდინარეობს - კუნდე ჩელსის უახლოვდება

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის დროს ბევრი იწერება „სევილიას“ ცენტრალურ მცველზე ჟიულ კუნდეზე. ფრანგ უკანახაზელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის „რეალს“, თუმცა თავად ფეხბურთელი გარანტირებულ სათამაშო წუთებს ითხოვს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც ტრანსფერების საკითხში ყველაზე სანდოა ახალ ინფორმაციას ავრცელებს. იტალიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კუნდე „ჩელსისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.

რომანოს ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ „სევილიას“ ოფიციალურად მიმართეს. ამ მომენტისთვის ლონდონელთა მთავარი სამიზნე სწორედ 22 წლის ფეხბურთელია. ვიგებთ, რომ კუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ტომას ტუხელის გუნდი ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია. ფაბრიციო იმასაც წერს, რომ თავად ფეხბურთელი ლონდონში გადაბარგებაზე თანახმაა.

კუნდე „სევილიაში“

ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ანდალისურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ „სევილიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 88-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები