ტოკიო 2020 - მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი მოკრივე, ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა.

69 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე მადიევი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრს ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 30 ივლისს თბილისის დროით 13:51 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მადიევის გარდა ოლიმპიურ თამაშებში სახილ ალახვეედოვი და გიორგი ხარაბაძე მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ ორივე მოკრივე გუშინ გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები