მსაჯების მორიგი საკამათო გადაწყვეტილება - გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
Aa
Aa

მსაჯების მორიგი საკამათო გადაწყვეტილება - გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი მონღოლეთის სახელით მოასპარეზე ირანელ მსოფლიო ჩემპიონს საიდ მოლაის უპირისპირდებოდა და საკამათო სიტუაციაში დამარცხდა. გადაწყვეტილება ტატომ ტატამზევე გააპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ. 

გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ტაჯიკ აკმალ მუროდოვს იოლად მოუგო.

მერვედფინალში ტატომ სამხრეთ კორეელი სუნგო ლი ბეჭებზე გააკვრა და მეტოქეს იპონით აჯობა.

შეგახსენებთ,რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები