ოლიმპიადის წაგების შემდეგ ხელი სთხოვეს - ამჯერად უარი არ უთქვამს
Aa
Aa

ოლიმპიადის წაგების შემდეგ ხელი სთხოვეს - ამჯერად უარი არ უთქვამს

ორშაბათს, არგენტინელმა მოფარიკავემ, მარია ბელენ პერეს მაურისმა ანა მორტონთან წააგო და ოლიმპიადას დაემშვიდობა. შეხვედრის შემდეგ, იგი არგენტინულ გამოცემას ესაუბრებოდა, როცა მისმა მწვრთნელმა, რომელთანაც 17 წელია სასიყვარულო ურთიერთობა აქვს, სიურპრიზი მოუწყო.

ინტერვიუსას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ლუკას გილერმო საუსედო არგენტინელი მოფარიკავის უკან გამოჩნდა და ფურცელი ეჭირა წარწერით: „ცოლად გამომყვები??? გთხოვ“. პერეს მაურისს ბევრი არ უფიქრია და მიღებულ წინადადებას სიხარულით დათანხმდა.

„ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ შევბრუნებულიყავი და მისი წარწერა დავინახე. მაშინვე ყველაფერი დამავიწყდა და ჩემს თავს ვუთხარი: „ღმერთო ჩემო“. ძალიან ბედნიერი წყვილი ვართ. მართალია, ხანდახან გაუგებრობა მოგვდის, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და გვინდა, მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ. ოლიმპიადამდე ქორწინებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამას აპირებდა. რა თქმა უნდა, მის წინადადებას დავთანხმდი“, - განაცხადა არგენტინელმა მოფარიკავემ.

სხვათა შორის, ეს მეორე შემთხვევაა, როცა საუსედომ თავის რჩეულს ხელი სთხოვა და პირველისგან განსხვავებით, ამჯერად უარი არ მიუღია. 2010 წელს, არგენტინელმა მწვრთნელმა იგივე მსოფლიო ჩემპიონატისას გააკეთა, მაგრამ მაშინ მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები