ხოჭოლავა: ''კოპენჰაგენის'' ქომაგების მადლიერი ვარ''
Aa
Aa

ხოჭოლავა: ''კოპენჰაგენის'' ქომაგების მადლიერი ვარ''

''კოპენჰაგენის'' ქართველი ახალწვეული დავით ხოჭოლავა დანიის დედაქალაქში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. მოთამაშე მოუთმენლად ელის მეუღლისა და შვილის კოპენჰაგენში ჩასვლას. ამ და სხვა საინტერესო თემებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

''დრო სწრაფად გავიდა, მაგრამ ჩემი ინგლისური ადაპტაციაში დამეხმარა. შემიძლია მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან საუბარი, რაც სირთულეებთან გამკლავებას მიადვილებს, კომფორტულ მდგომარეობაში მამყოფებს და ახლა უკვე გუნდისთვის 100 პროცენტით ვიხარჯები.

ქომაგებს კლუბი ძალიან უყვართ, ამას ვგრძნობ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთ მაშინ ვიგრძნობ, როცა სტადიონი სრულად შეივსება. ქომაგები დამატებით მოტივაციას გვაძლევენ. მსურს მათ მადლობა გადავუხადო, როგორც მიღებისთვის, ასევე მხარდაჭერისთვის.

მოუთმენლად ველი კოპენჰაგენში მეუღლისა და შვილის ჩამოსვლას, რომელიც თითქმის 9 თვისაა. ეს მათთვის კარგი გამოცდილება იქნება, რადგან კოპენჰაგენი ფანტასტიკური ქალაქია შესანიშნავი ადგილებით, მწვანე სივრცეებითა და სხვა ბევრი რამით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, მოუთმენლად ველი მის ჩამოსვლას, რომ შეიგრძნოს ის საოცარი ატმოსფერო, რაც ''პარკენზეა''. ნახავს თუ სად თამაშობდა მამა და იმედი მაქვს ამით იამაყებს.''

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში 28 წლის ცენტრალური მცველი დონეცკის ''შახტარიდან'' ''კოპენჰაგენში'' გადავიდა. მან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

2021-22 წლების სეზონში დავით ხოჭოლავამ ''კოპენჰაგენის'' რიგებში 3 მატჩი ჩაატარა (2 - სუპერლიგა, 1 - კონფერენს ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები