''ეს სიცრუეა'' - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე
Aa
Aa

''ეს სიცრუეა'' - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ ხვიჩა კვარაცხელიას ''მილანში'' გადასვლის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით ყაზანის ''რუბინის'' ტალანტი მილანურ კლუბში არ გადავა.

კარლო პელეგატი: ''ეს სიცრუეა.''მილანი'' მისი გადაბირებით დაინტერესებული არაა. ამის რამდენიმე მიზეზია. კერძოდ, კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, პიოლის კი ამ პოზიციაზე მოთამაშეები ჰყავს. ასევე, ხვიჩა კვარაცხელია ევროკავშირის მოქალაქე არაა და მისი შეძენით განსაზღვრული კვოტა შეივსება''.

იტალიური Sky Sports-ის ცნობით ''მილანი'' ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მიმართა. ყაზანის ''რუბინმა'' ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მოითხოვა, რის შემდეგაც მოლაპარაკება არ გაგრძელებულა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ტრანსფერის განხორციელების შანსი მიზერულია.

შეგახსენებთ, Metaratings-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' დატოვებს და კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებაში ''მილანის'' ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე აქტიურადაა ჩართული.  წყაროს ცნობით ხვიჩას ტრანსფერი კალაძის დამსახურება იქნება, თუმცა Sky Sports-ი განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.

ყაზანის ''რუბინის'' სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყაზანურ კლუბს ქართველი ტალანტის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

''რეალური შემოთავაზება არ ყოფილა. ის რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები