''მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო'' - ბაზაძის ემოციური პოსტი
Aa
Aa

''მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო'' - ბაზაძის ემოციური პოსტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე Facebook-ში, პირად გვერდზე ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ქართველი სპორტსმენი არბიტრის გადაწყეტილებასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია.

''მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... უპირველესად დიდი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის ! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს ვიზამ !

მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა...

მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი, მალე დავბრუნდები''.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონთან უნგრელი არონ სილაგისთან მსაჯების შეცდომის გამო ანგარიშით 13:15 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის იუნგვან კიმს დაუპირისპირდა და 15-11 დამარცხდა, მეოთხე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები