პირადი დეტალები შეთანხმებულია - ვარანი მანჩესტერში მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - ვარანი მანჩესტერში მალე გაოფიციალურდება

მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსმა დატოვა და „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი საუბარი რაფაელ ვარანზეც მიმდინარეობს. ფრანგ უკანახაზელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ტრანსფერის თაობაზე არაერთი სპორტული გამოცემა წერს.

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, რომელიც ტრანსფერების საკითხში საკმაოდ გავლენიანი და სანდოა ვარანის შესაძლო გადასვლა დააანონსა. რომანოს თქმით, ფეხბურთელმა პირად შეთანხმებას მიაღწია, ხოლო კლუბებს შორის საბოლოო დეტალებია შესათანხმებელი. ყველაფერი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.

ვარანი მადრიდის „რეალში“

რაფაელი „სამეფო კლუბს“ 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას რეკომენდაცია ზინედინ ზიდანმა გაუწია.

დღემდე 28 წლის ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 360-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ვარანმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები