დინამო ბათუმთან განმეორებით მატჩამდე ბატე ბელარუსის ჩემპიონატში დამარცხდა
Aa
Aa

დინამო ბათუმთან განმეორებით მატჩამდე ბატე ბელარუსის ჩემპიონატში დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბატესა და დინამო ბათუმს შორის სტუმრად, ბელარუსში, 29 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათიდან შედგება.

ევროტურნირების მიმდინარეობისას საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შეჩერებულია, ხოლო ბელარუსის უმაღლესი ლიგა გრძელდება. ბატემ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე, ბელარუსის რანგით უმაღლეს ჩემპიონატში, მატჩი დინამო ბრესტის წინააღმდეგ გამართა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილოსანთან ანგარიშით - 0-2 დამარცხდა.

ბატე 28-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, რამაც შემდეგში, შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მეტოქემ ბატეს 70-ე და 73-ე წუთებზე გაუტანა.

გასული, 17 ტურის შემდეგ, ბატეს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში შახტიორს ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ბათმში გამართული შეხვედრა დინამო ბათუმსა და ბატეს შორის, ბელარუსული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-1 დასრულდა. მეტოქემ ლაზარე კუპატაძის კარის აღება შეხვედრის ბოლოს, 83-ე წუთზე შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები