უმძიმესი შეხვედრა და გამარჯვება 3 სეტში- ბასილაშვილი მერვედფინალშია!
Aa
Aa

უმძიმესი შეხვედრა და გამარჯვება 3 სეტში- ბასილაშვილი მერვედფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. 1/16-ფინალში ნიკა მე-13 ნომრად განთესილ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 6:4, 3:6, 6:4 მოიგო.

პირველი სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო და ნიკამ ბრეიკი პირველივე გეიმში შეასრულა. სონეგომ წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა 3:3-ზე საკუთარი ჩაწოდება კიდევ ერთხელ დათმო და ნიკას სეტპოინტზე შანსი ხელიდან არ გაუშვია - 6:4.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ და მხოლოდ 1 ბრეიკი ვიხილეთ. 2:3-ზე სონეგომ ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეორე სეტი 6:3 მოიგო.

იტალიელი უპირატესობას მესამე პარტიის სტარტზეც ფლობდა და 3:1-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ 4 გეიმი დათმო. 5:3-ზე ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსი მისცა. საბედნიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკი შემოგვთავაზა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მატჩი 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილს ძალების აღსადგენად 2 დღე აქვს. 28 ივლისს, იგი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელთანაც 4-დან მხოლოდ ერთხელ უმარჯვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები