ხვიჩას ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ მიდის - მილანს დორტმუნდის ფეხბურთელი სურს
Aa
Aa

ხვიჩას ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ მიდის - მილანს დორტმუნდის ფეხბურთელი სურს

რუსული ვებგვერდის, Metaratings.ru-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად საუბრობენ. „კვარა“ „მილანს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ იგი კარიერას „როსონერიში“ გააგრძელებს, თუმცა მილანური გამოცემები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Milannews.it-ის რედაქტორი, ანტონიო ვიტიელო ამბობს, რომ „შავ-წითლები“ რამდენიმე შემტევის ტრანსფერზე მუშაობენ და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც იყო საუბარი, თუმცა კლუბში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „მილანი“ „კვარას“ თვალს ადევნებს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სამაგიეროდ, „როსონერი“ „დორტმუნდის“ ფეხბურთელის, იულიან ბრანდტის ტრანსფერზე მუშაობს და ჯერჯერობით საუბარი იჯარაზე მიდის.

კიდევ ერთი მილანური გამოცემა, Sempremilan იტალიელი ჟურნალისტის, დანიელე ლონგოს სიტყვებს იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ „როსონერი“ კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ინფორმაცია კი, თითქოს ქართველი ფეხბურთელი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები