''ზოგჯერ მიზანი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება'' - გუჯეჯიანმა მარგველაშვილზე ისაუბრა
Aa
Aa

''ზოგჯერ მიზანი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება'' - გუჯეჯიანმა მარგველაშვილზე ისაუბრა

ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა პირველ არხთან ინტერვიუში ვაჟა მარგველაშვილის ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ლაშა გუჯეჯიანი: ''ვაჟა მარგველაშვილმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მედალი მოიპოვა, როგორც ქართული ძიუდოსთვის, ასევე სრულიად ქართული დელეგაციისთვის. აქამდე მედალი არ გვქონდა და გახარებულები ვართ, თუმცა გულისწყვეტა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს მედლისთვის ვიბრძოდით, ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი თავის ქვეყანაში ვერ დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

ყველას ვულოცავ, ვისაც ეს წარმატება გაუხარდა.

ვაჟა მარგველაშვილი უმაღლესი დონის სპორტსმენია, ჩვენ ოქროს მედლის მოპოვებას ვგეგმავდით.

ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რა დააგკლდა ვაჟა მარგველაშვილს. ახლა ამის შეფასება არ შემიძლია. კმაყოფილი ვარ იმ ნაწილში, რომ ვაჟა მარგველაშვილი ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა ზოგჯერ მიზანი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.

ამ ეტაპზე იაპონელი ჩვენზე ძლიერი იყო''.

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოსიტი ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტი იაპონელი ჰიფუმი აბესთან ვაზარით დამარცხდა.

ცხელი ამბები