2 ოქრო ერთ ოჯახში - იაპონელი და-ძმის ტრიუმფი ტოკიოს ოლიმპიადაზე
Aa
Aa

2 ოქრო ერთ ოჯახში - იაპონელი და-ძმის ტრიუმფი ტოკიოს ოლიმპიადაზე

იაპონელი და-ძმის, ჰიფუმისა და უტას ცხოვრებაში 2021 წლის 25 ივლისი დაუვიწყარ დღედ იქცევა. ორივე მათგანი ძიუდოისტია, მათ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქალთა შორის 52 კგ. წონით კატეგორიაში უტა აბემ ოქროს მედალი მოიპოვა. უტა აბეს გამარჯვებიდან ერთი საათის შემდეგ 66 კგ. წონით კატეგორიაში ჰიფუმი აბემ ფინალში გაგი მარგველაშვილი დაამარცხა.

შეგახსენებთ, ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედალთან ახლოს იყო, თუმცა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჰიფუმი აბემ ვაზარით ოქროს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი ფაქტია საინტერესო, 2018 წელს ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰიფუმიმ და უტამ ოქროს მედალი ერთ დღეს მოიპოვეს.

უტა აბე 21 წლისაა. 2018 წელს, 18 წლისა და ორი თვის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ მაჩვენებლით ყველაზე ახალგაზრდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონებს შორის მეორე ადგილზეა. უტა აბემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 2019 წელს ტოკიოშიც მოიპოვა.

23 წლის ჰიფუმი აბე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (2017, 2018), ოლიმპიადაზე ოქროს მედალი კი პირველად მოიპოვა.

ცხელი ამბები