ტოკიო 2020 - საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილის მედალს ეხმაურება
Aa
Aa

ტოკიო 2020 - საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილის მედალს ეხმაურება

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

66-კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჰიფუმი აბეს წინააღმდეგ, ვაზარით დამარცხდა.

მიმდინარე ტოკიო 2020-ზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი მედალია.

მარგველაშვილის წარმატებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ჩვენი პირველი მედალი ტოკიოში! ვერცხლი! ვაჟა მარგველაშვილს ვულოცავ ამ ღირსეულ გამარჯვებას… ეს ერთი და სხვა მრავალი", - წერს საქართველოს პირველი პირი.


ტოკიოს ტატამზე ძიუდო ხვალ გაგრძელდება, სადაც საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიაპრტელიანი იასპარეზებენ.

ცხელი ამბები