Aa Aa
25 ივლისი 2021  |  09:06

ტოკიო 2020 - გოგა ჩხეიძე B ჯგუფში საუკეთესო იყო

ტოკიოში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე გოგა ჩხეიძემ B ჯგუფში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ჯამში 302 კგ. დაძლია.

ჩხეიძემ ატაცში მხოლოდ ერთი მისვლა გამოიყენა და 133 კგ. დაძლია. აკვრაში კი გოგამ სამიდან ორი მისვლა გამოიყენა და B ჯგუფში უმაღლესი შედეგი 169 კგ. დაფიქსირა. მესამე ცდაზე კი 173 კგ. ვერ დაძლია. 

67 კილოგრამ წონით კატეგორიის მთავარი ჯგუფი თბილისის დროით 14:50 საათზე დაიყება და საქართველოს დელეგაცია მათ შედეგებს დაელოდება.

სამწუხაროდ იმის შანსი,რომ დღეს გოგა მედალს აიღებს ძალიან მცირეა.

ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ სამი ძალოსანი იასპარეზებს. დღსვე ოლიმპირ მედლებს შოთა მიშველაძე შეუტევს. ანტონ პლესნოი 31 ივლის გამოვა,ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 4 აგვისტოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში