Aa
Aa

"დროის გასვლაა საჭირო" - მაისაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ცნობილია, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. მას სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსი დაუდგინდა და ამის გამო ნაკრებთან ერთად სამშობლოში ვერ დაბრუნდა. მეტიც, ლევანს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა.

ამ მოვლენებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. Crystalsport-ის ინფორმაციით, მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავ მძიმეა. ექიმების პასუხი შემდეგი გახლავთ: „დროის გასვლაა საჭირო“ - ლევანს სპეციალურად აძინებენ, რადგან მისი ფხიზლად ყოფნა ამ მომენტისთვის მიზანშეწონილი არ არის. მედიკოსები მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჯერჯერობით კი სასიამოვნო სიახლე არ არსებობს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირების გამო, 9 ივლისს დაგეგმილი სამხრეთ აფრიკა - საქართველოს მატჩი ჩაიშალა. ამავე მიზეზით 17 ივლისს, დინამო არენაზე საქართველო-შოტლანდიის დაპირისპირებაც არ შედგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები