დონარუმას პსჟ-ში იმაზე ნაკლებს გადაუხდიან, ვიდრე მილანი სთავაზობდა
Aa
Aa

დონარუმას პსჟ-ში იმაზე ნაკლებს გადაუხდიან, ვიდრე მილანი სთავაზობდა

ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს. იტალიელმა კიპერი პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, თუმცა „მილანის“ დატოვებამდე 22 წლის მეკარეს „როსონერი“ ახალ კონტრაქტს და გაზრდილ ხელფასს 8 მილიონი ევროს სახით სთავაზობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჯიჯოს“ ერთ-ერთი მოტივაცია უფრო მეტი ხელფასი იყო, რომელიც მან პსჟ-ში უნდა მიიღოს. ამის გამო ჯანლუიჯის იტალიაში დღემდე მწვავედ აკრიტიკებენ.

ფრანგული გამოცემა L’EQUIP საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ხსენებულმა გამოცემამ დონარუმას კონტრაქტის დეტალები მოიპოვა და ანალიზი ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთში საშემოსავლო გადასახადები საკმაოდ მაღალია.

პარიზულმა გრანდმა დონარუმას წლიურად ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო დაუნიშნა. კონტრაქტი 2026 წელს მთავრდება. L’EQUIP წერს, რომ „მილანის“ ყოფილი კარის დარაჯი გადასახადების გადახდის შემდეგ ხელზე 7 მილიონ ევროს აიღებს. როგორც მოგახსენეთ, „როსონერი“ მას წლიურად 8 მილიონს სთავაზობდა.

განსხვავება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დონარუმა გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს და ჩემპიონთა ლიგას და ლიგა 1-ს მოიგებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა მთავარი კიპერი კვლავ კეილორ ნავასი იქნება. აქედან გამომდინარე დონარუმასთვის დამატებითი ბენეფიტების მიღება საკმაოდ რთული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები