სეზონის განახლების წინ - ლევან შენგელია ქუთაისის ტორპედოში ვარჯიშობს
Aa
Aa

სეზონის განახლების წინ - ლევან შენგელია ქუთაისის ტორპედოში ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლევან შენგელიას კარიერასთან დაკავშირებით სიახლე ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ნახევარმცველი  ქუთაისშია და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდთან, „ტორპედოსთან" ერთად ვარჯიშობს. შენგელია „ტორპედოსთან" ერთად ფორმის შენარჩუნებისთვის იმყოფება და CrystalSport-ის ინფორმაციით, ურთიერთობის გაოფიციალურება არ იგეგმება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენგელიას ქართული კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მას კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს და ფეხბურთელმა ეს რამდენიმე კვირის წინ, CrystalSport-თან აღნიშნა.

„კარიერის გაგრძელება ევროპაში მსურს" - ლევან შენგელია

25 წლის მარჯვენა ვინგერმა „კონიაში" გასული ორი სეზონი გაატარა. მან თურქეთის ელიტარულ ლიგაში 56 მატჩში მიიღო მონაწილეობა (34 სასტარტოში) და 7 გოლი გაიტანა. ასევე, მის მიერ საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 7-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები