აბურჯანია დაშავდა: მყესები გაუწყდა და მოტეხილობას გადაურჩა
Aa
Aa

აბურჯანია დაშავდა: მყესები გაუწყდა და მოტეხილობას გადაურჩა

CrystalSport-ის ცნობით ''ჟილ ვისენტეს'' ქართველ ახალწვეულს, გიორგი აბურჯანიას ამხანაგურ მატჩში კოჭის მყესები გაუწყდა. მეტოქის ფეხბურთელმა მის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, ''სევილიას'' ექს-ნახევარმცველი მოტეხილობას გადაურჩა.

აბურჯანია ''პორტო ბ''-სთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა. მას ერთი მყესი სრულად გაუწყდა, მეორე მყესი კი - 55-პროცენტიანი დაზიანებით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუნდურ სავარჯიშო პროცესს 2-3 კვირაში განაახლებს.

''ჟილ ვისენტემ'' სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი პორტუგალიის ლიგის თასზე ''ტონდელასთან'' გამართა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმის არ უთამაშია. ასევე, აბურჯანია პორტუგალიის უმაღლესი ლიგის 2021-22 წლების სეზონის საწყის სამ ტურს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში აბურჯანია ''ჟილ ვისენტეს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ''პორტუ ბ''-სთან მიღებული ტრავმის გამო სეზონის სტარტს გამოტოვებს.

სექტემბრის თვეში ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კოსოვოს (2 სექტემბერი), ესპანეთისა (5 სექტემბერი) და ბულგარეთის (8 სექტემბერი) წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული შეხვედრებისთვის აბურჯანია მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები