მსაჯების შეცდომა - ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

მსაჯების შეცდომა - ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონთან უნგრელი არონ სილაგისთან მსაჯების შეცდომის გამო ანგარიშით 13:15 დამარცხდა.

ბაზაძე მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელესა და კორეელი იუნგვან კიმს შორის დამარცხებულს შეხვდება. ფინალური შეხვდერა თბილისის დროით 15:20 საათზეა ჩანიშნული.

ნახევარფინალამდე სანდრომ ტურნირის მთავარ ფავორიტ მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი კორეელ სანგუკ ოს ანგარიშით 15:13 მოუგო.

მეოთხედფინალამდე კი ბაზაძემ 2 ეგვიპტელს აჯობა. პირველ წრეში ქართველმა მოფარიკავემ მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სანდრომ მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები