ბრწყინვალე გამარჯვება - სანადრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - სანადრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტი მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი კორეელი სანგუკ ოჰი ანგარიშით 15:13 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე სანდრო უნგრელ არონ შილაის შორის შეხვედება, რომელმაც თავის ბრძოლაში ირანელ ალი პაკდამანს ანგარიშით 15:6 მოუგო. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალამდე კი ბაზაძემ 2 ეგვიპტელს აჯობა. პირველ წრეში ქართველმა მოფარიკავემ მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სანდრომ მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები