ზურგში დაარტყა და შიშველი გარეთ გააგდო - მორიგი ბრალდება გიგზს
Aa
Aa

ზურგში დაარტყა და შიშველი გარეთ გააგდო - მორიგი ბრალდება გიგზს

პარასკევს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელი რაიან გიგზი მანჩესტერის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ვეტერან ფეხბურთელს ბრალად ორი ქალის ცემა ედება.

კერძოდ, საქმე ეხება გიგზის ყოფილ მეუღლეს ქეიტ გრენვილს. რაიანმა მასთან ერთად გატარებული წლების (2017-2020) განმავლობაში ყველანაირი რაიმე იძულებითი ქმედების მცდელობა უარყო.

სასამართლოს მოსმენის თანახმად, გიგზმა ცოლს ზურგში დაარტყა და შემდეგ სასტუმროს ოთახიდან შიშველი გარეთ გააგდო.

სოციალური ურთიერთობების კონტროლი, მუქარის შემცველი წერილები ინტიმური ურთიერთობის შესახებ, არასასურველი შეტყობინებების გაგზავნა ცოლთან და მის მეგობრებთან, პირადი ნივთების გადაგდება - ეს გიგზის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ჩამონათვალია.

ამას ემატება მეორე ბრალდება, რომლის თანახმადაც გიგზმა მეუღლე ქეიტ გრენვილი და მისი და სცემა. ბრალდება რაიანმა უარყო.

მოვლენები 1 ნოემბერს მათ სახლში განვითარდა.

გიგზმა განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი უდანაშაულო იყო. უელსელი იმედოვნებს გამოძიების შედეგად მისი სახელი სუფთა დარჩება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა გიგზი თავს უდანაშაულოდ სცნობს. აპრილში იგი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სასამართლოს დადგენილების თანახმად, რაიანს მეუღლესთან და მის დასთან მიახლოების ან რაიმე კომუნიკაციის უფლება არ აქვს.

მანჩესტერის ცენტრალურ სასამართლოში საქმის მესამე მოსმენა ოქტომბერში შედგება. საბოლოო განაჩენი კი 2022 წლის 24 იანვარს იქნება გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები