ტოკიო 2020 - სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზეძემ მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელი მეტოქე ზიად ელსისი ანგარიშით 15:12 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ბაზაძე კორეელ სანგუკ ოჰს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 10:55 საათზე დაიწყება. აზიელმა მოფარიკავემ მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერს 15:9 მოუგო.

პირველ წრეში სანდრომ ეგვიპტელ მოჰაბ სამერს აჯობა,რომელიც 2016 წელს აფრიკის ჩემპიონი იყო და ახლა FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილი იკავებს.

შეგახსენებთ,რომ სანდრომ მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები