ტოკიო 2020 - ბაზაძემ ოლიმპიური თამაშები მოგებით დაიწყო
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ბაზაძემ ოლიმპიური თამაშები მოგებით დაიწყო

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზეძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა.ქართველა მოფარიკავემ ეგვიპტელი მეტოქე მოჰაბ სამერი ანგარიშით 15:10 დაამარცხა.

ოფიციალურ შეხვედრებში სანდრო ბაზაძე და მოაჰაბ სამერი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ეგვიპტელი სპორტსმენი FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილი უკავია. 2016 წელს კი ის აფრიკის ჩემპიონი გახდა.

მომდევნო ეტაპზე ბაზაძე ასევე ეგვიპტელს ზიად ელსისს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება.

ეგვიპტელმა მოფარიკავემ პირველ წრეში რუს ვენიამინ რეშეტნიკოვს დაძაბულ ბრძოლაში 15:13 მოუგო.

შეგახსენებთ,რომ სანდრომ მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები