მბაპემ რეალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
Aa
Aa

მბაპემ რეალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

კილიან მბაპე დღითიდღე თითო ნაბიჯს დგამს და მადრიდის „რეალს“ უახლოვდება. ესპანური გამოცემები Marca და As-ი იუწყებიან, რომ ფრანგმა პოჩეტინოს თავისი პოზიციის შესახებ უკვე აცნობდა და ის პარიზულ კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ გეგმავს.

კილიანმა ახლახან პსჟ-სთან ერთად წინასასეზონო მზადება დაიწყო. მან ფიზიკური შემოწმება გაიარა და ვარჯიშს შეუდგა. წყარო წერს, რომ მბაპეს პოჩეტინოსთან არაოფიციალური საუბარი ჰქონდა, სადაც მან არგენტინელ სპეციალისტს აცნობა, რომ მომდევნო სეზონიდან ის პარიზელთა რიგებში თამაშს აღარ აპირებს.

მბაპეს მიზანია, რომ 2022 წლიდან ის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს. პსჟ-სადმი პატივისცემის ნიშნად, ის კლუბს ამ ფორმით, დაუსწრებლად არ დატოვებს და არც მათ აიძულებს, რომ მან კლუბი ძალით დატოვოს.

თავის მხრივ, „რეალი“ მოცდას ამჯობინებს და 2022 წელს მბაპეს უფასოდ გაიფორმებენ. მადრიდელები არ ჩქარობენ და არ ცდილობენ, რომ კილიანი ახლავე შეიძინონ, რაც მათ დაახლოებით 120 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

პსჟ მაქსიმალურად ცდილობს მბაპეს კონტრაქტი გაუგრძელოს, რომ ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგოს, თუმცა ყველაფერი მაინც აქეთკენ მიდის.

ნასერ ალ ხელაიფის თავის დროზე მბაპეს შეძენა 180 მილიონი ევრო დაუჯდა, პლუს ამას მსუყე ანაზღაურება, საბოლოოდ პსჟ-მ სანუკვარი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, ახლა კი დიდი შანსია კილიანი სრულიად უფასოდ დაკარგონ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები