ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: 3 ქართველი ფინალშია !
Aa
Aa

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: 3 ქართველი ფინალშია !

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ტურნირის პირველ დღეს ლუკა ჯავახაძემ (48 კგ.), ანრი ფუტკარაძემ (65 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძემ (80 კგ.) წარმატებულად იასპარეზეს და ფინალში გავიდნენ. 

ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ კუტილს (5:1), რუს ბონდარს (7:6), ყაზახ აშრაპოვს (3:3). ფინალში თურქ ანგისს დაუპირისპირდება. 

ფუტკარაძემ შვედი ბაფი (7:0), უზბეკი იშონკუაევი (7:0) და თურქი კარა (5-4) დაამარცხა. ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძეს შეხვდება.

ბოლქვაძემ (80 კგ.) ყაზახი კორგანოვი (9:0), რუმინელი გორდანი (9:0) და აზერბაიჯანელი სამედოვი (8:0) ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი კამალუდინ მაგომედოვი იქნება.

საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედლის გარდა ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ბრინჯაოს მედლისთვის თამაზ ღლონტი (55 კგ) იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 24 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები