თუ მბაპე წავიდა - პსჟ რონალდუს დამატებას შეეცდება
Aa
Aa

თუ მბაპე წავიდა - პსჟ რონალდუს დამატებას შეეცდება

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. Corriere dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელს პსჟ-ში გადასვლა შეუძლია, თუმცა ის საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის.

წყაროს ცნობით, თუ მბაპე პსჟ-ს დატოვებს და მაგალითად „რეალში“ წავა, პარიზელები კრიშტიანუს გაფორმებას შეეცდებიან.

თავის მხრივ, „იუვენტუსი“ დიდი ხანია მაურო იკარდით ინტერესდება და არის შანსი არგენტინელი რონალდუში გაიცვალოს.

კრიშტიანუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების ვარიანტი ხელიდან გამოეცალა. „მანკუნიანელები“ სანჩოს გაფორმების შემდეგ ხმაურიანი გარიგების განხორციელებას აღარ აპირებენ, რადგან ფინანსურად მთავარი ტრანსფერი უკვე გაჩარხეს.

რონალდუს მხოლოდ პსჟ-ს ვარიანტი რჩება, რომელიც მბაპეს ელოდება. თუ, კილიანი პარიზში დარჩა, პოჩეტინოს გუნდში პორტუგალიელის ადგილი აღარ იქნება.

ზოგადად, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ასეთი დონის ტრანსფერს ვეღარ განახორციელებს, თუ რომელიმე ვარსკვლავი არ გაუშვა. ფეარ პლეის წესებისთვის გვერდის ავლა პანდემიის დროს კლუბებისთვის განსაკუთრებით რთული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები