სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "მინდოდა გუნდში სანჩოს ტიპის მოთამაშე მყოლოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ინგლისელი შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჯეიდონი წარმოადგენს მოთამაშეთა ტიპს, რომლის გუნდში ყოფნაც მინდოდა. ეს არის შემტევი ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ტრადიციებს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

ის წლების განმავლობაში გუნდის ნაწილი იქნება. ჩვენ მისი თამაშის ხილვას მოუთმენლად ველით.

სანჩოს გოლები და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მასზე თავისთავად მეტყველებს. ჯეიდონი ფანტასტიკურ სისწრაფეს, საგოლე ალღოსა და კრეატიულობას შეგვმატებს.

ოლდ ტრაფორდი მის ნიჭიერებასა და უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობას უზრუნველყოფს.

თავისი ასაკიდან გამომდინარე, მან უკვე ბევრს მიაღწია და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად საზღვარგარეთ თამაში გადაწყვიტა“. - ციტირებს სულშერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმეს. „ოლდ ტრაფორდელებს“ სანჩოს ტრანსფერი 85 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ და მისი ანაზღაურება კვირაში 250 ფუნტი სტერლინგი იქნება, რასაც ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები